Bio-Gemüse
ბაზარი ვერ გთავაზობთ იმ პროდუქტს, რაც გჭირდებათ?
აწარმოებინეთ  სხვას ჩვენთან ერთად პროდუქტები თქვენთვის

Grow4me.net - ით შეგიძლიათ გააფართოვოთ თქვენი კვების მრავალფეროვნება.

პირველი კონტრაქტით გამყარებული სასოფლო–სამეურნეო წარმოების სერვისი საქართველოში

პირველი კონტრაქტით გამყარებული სასოფლო–სამეურნეო წარმოების სერვისი საქართველოში.

კერძო პირები, საკვები პროდუქტის მწარმოებლები, გასტრონომია და საცალო მოვაჭრეები, რომელთაც სჭირდებათ გარკვეული  რაოდენობისა და ხარისხის სპეციფიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, იყენებენ Grow4me.net- ს, რათა ფერმერმა აწარმოოს და მიაწოდოს მათ ეს პროდუქტები.

ვინაიდან ამ პროცესში დამატებით  არ არიან ჩართულები დისტრიბუტორები და საბითუმო მოვაჭრეები ჩვენი მოდელი ფინანსურად უფრო მიმზიდველია როგორც მყიდველებისთვის, ასევე ფერმერებისთვის.

Frisch gepflückten Gemüse
Gemüse und Kräuter
Greenhouse
Inside Greenhouse

რა არის  კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო ფერმერობა?

საკონტრაქტო სოფლის მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება, რომელიც ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

ფერმერი თანხმდება უზრუნველყოს კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დადგენილი რაოდენობით მოყვანაზე, რომელიც შეესაბამება მყიდველის მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტებს. მყიდველი კი იღებს ვალდებულებას შეიძინოს პროდუქტი წინასწარ განსაზღვრულ ფასად. საკონტრაქტო სოფლის მეურნეობა გამოიყენება მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებისთვის და აძლევს მყიდველსა და ფერმერს ორმხრივ სარგებლს.

როგორ მუშაობს ჩვენი მოდელი?

მოთხოვნა პროდუქტზე

თქვენ გვეუბნებით რომელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გსურთ, რომ ჩვენი დახმარებით სხვამ მოიყვანოს ან აწარმოოს თქვენთვის განსაზღვრული რაოდენობითა და ხარისხით.

ვარიანტების შერჩევა

ჩვენ გთავაზებთ  სხვადასხვა ვარიანტს, თქვენ კი არჩევანს აკეთებთ ფასის და სხვა ფაქტორების საფუძველზე.

თქვენი შეკვეთა

მყიდველი, ფერმერი და Grow4me.net აფორმებენ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მნიშვნელოვან ასპექტს:

  1. რისი წარმოება ევალება ფერმერს;

  2. მიწოდების გრაფიკი;

  3. ფერმერების კომპენსაცია;

წარმოება და მიწოდება

წარმოების პერიოდში მყიდველი იხდის წარმოების ღირებულებას. მიწოდებისთანავე ფერმერის სამუშაო ანაზღაურდება.

წარმოების პროცესს თვალყურს ადევნებს  და ხელს უწყობს Grow4me.net. მყიდველი იხდის თანხის მცირე ნაწილს წინასწარ, პროდუქტის მიწოდებისას კი დარჩენილ თანხას.

Harvesting Crop Field
ორმხრივი სარგებელი მყიდველისა და ფერმერისათვის
Lavendelfelder

სარგებელი ფერმერებისთვის

Grow4me ზრდის ფერმერის შემოსავალს და ამცირებს შემოსავლების სეზონურობას. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც იცის ფერმერმა, რომ რასაც თესავს უკვე გაყიდულია და ნაწილობრივ გადახდილიც.

მიუხედავად იმისა რომ მყიდველი თავის მხრივ ზოგავს ფულს, ფერმერი გამოიმუშავებს მეტ თანხას თავისი პროდუქტის გაყიდვით, რადგან Grow4me.net მუშაობს დისტრიბუტორებისა და საცალო მოვაჭრეების გარეშე. 

Grow4me.net არის გზა ტექნოლოგიის გაუმჯობესების, სერტიფიცირების მიღების, ახალი კულტურების მოშენების, ბიზნესის გაფართოების რისკის გარეშე.

საკონტრაქტო სოფლის მეურნეობით ფერმერმერს სჭირდება ნაკლები სესხი და იღებს უკეთეს პირობებს.

 

Grow4me.net– ს ასევე ეხმარება  ფერმერს ნოუ – ჰაუს და წარმოების საშუალებებით მოსავლის მოყვანის პროცესში მათი და ჩვენი საერთო მომხმარებლებისთვის.

Growing Plants

სარგებელი მყიდველებისთვის

როგორც  სოფლის მეურნეობის პროდუქციის მყიდველს Grow4me.net– ის საშუალებით ისარგებლებს დაბალი ფასებით და პროდუქტის, მისი ხარისხისა და სასურველი რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობით. ეს აადვილებს გრძელვადიან დაგეგმვას და უზრუნველყოფს პროდუქტების თითქმის უსაზღვრო არჩევანს.

   რესტორნები და კვების გადამამუშავებელი ობიექტები იყენებენ Grow4me.net- ს, რათა გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა უკეთესი, მაგრამ იაფი ინგრედიენტების ხარისხით და გააფართოონ ექსკლუზიური ინგრედიენტების არჩევანი.

   საზოგადოებრივ დონეზე, საკონტრაქტო სოფლის მეურნეობა აუმჯობესებს ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობას, ზრდის ბიომრავალფეროვნებას და ამცირებს საკვების ნარჩენებს და საკვების ჭარბ წარმოებას.

Tractor at Work

ექსპორტის უპირატესობები

ჩვენ ასევე ვემსახურებით უცხოელ მყიდველებს, რომელთაც სურთ ქართული პროდუქციის იმპორტი: 

  • უკეთეს ფასად

  • დამაკმაყოფილებელი კალიბრაციითა და ხარისხით

  • გაუმჯობესებული წვდომთ  ბაზარზე და პროდუქციის არჩევანით

პირველი ნაბიჯი: დაგვიკავშირდით

გამოიყენეთ ეს ფორმულარი რათა დააფიქსიროთ ინტერესი კონკრეტულ პროდუქტზე და დასვათ შეკითხვები:

მადლობა შეტყობინებისთვის. მალე გიპასუხებთ.

 
grow4menet.png