Die Mauer der Ideen

ფირმის ფილოსოფია

ჩვენ ვართ ქართველი და გერმანელი მეწარმეების ჯგუფი, გამოცდილებით სხვადასხვა ბიზნესის სფეროებში. ჩვენ დავაარსეთ Grow4me.net ორი მიზეზის გამო:

  1. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების სახეობების, ხარისხის და რაოდენობის არჩევანი. 

  2. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს  ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების გზა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სოფლის მეურნეობის საწარმოებს აქვთ სერიოზული სირთულეები და შემოსავლების სეზონურობასთან უწევთ გამკლავება. ხშირად მათ უწევთ სესხის აღება გაზაფხულზე, სეზონის დაწყების დასაფინანსებლად.

ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რათა ზემოთხსენებული მდგომარეობა შეიცვალოს. ამიტომ Grow4me.net მიზნად ისახავს ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მაღალი ხარისხის ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

Grow4me.net– ის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სურსათის მომარაგების ქსელი, ხოლო ფერმერები მიიღებენ გაუმჯობესებულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას და მეტ ფინანსურ თავისუფლებას.

ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენ, ადამიანებმა, უნდა შევწყვიტოთ სხვების დადანაშაულება იმაში, რაზეც ვფიქრობთ რომ ხელისშემშლელი და არასწორია. ამის ნაცვლად ყველამ უნდა ვაღიაროთ  საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები ყველასთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.